Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ასე უფრო სექსუალური ხარ“– თამო ვაშალომიძის გლამურული „ლუქი“ და შავებში გამოწყობილი მოდელი

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალურმა სექს-სიმბოლომ ასეთი სტილი პირველად მოირგო. შიშველი სხეულიდან ელეგანტურ ჩაცმულობამდე – როგორ შეიცვალა ყოფილი მედავითნის ცხოვრება?

ფოტომოდელის რადიკალური ტრანსფორმაცია გაოცებას იწვევს. თამო ვაშალომიძე სექსუალურ კაბებსა და გამომწვევ იმიჯს ნაკლებად ირგებს. ახლა მისი ცხოვრების წესი მხოლოდ სიმშვიდე და ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. როგორც სოციალური ქსელით ირკვევა, თამოს ყოველდღიურობა მკვეთრად შეიცვალა. სექსუალური ფოტომოდელისთვის მნიშვნელოვანი მისი ახალი პარტნიორი, უფროსი ქალიშვილი და ფეხმძიმობა გახდა. მისგან ასეთი ტიპის ფოტოსესია მოულოდნელიც კი იყო, თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ. აღნიშნული ფოტოს ავტორი თამოს ერთგული ფოტოგრაფი ჯორჯ ვან დე კამპია. ფეხმძიმე ფოტომოდელის უახლესი პოსტის გამოხმაურებები: „თამ, რა ლამაზი ხარ!“; „ასე უფრო სექსუალური ხარ!“; „სუპერ, იდეალური ფოტოა...“; „ცეცხლს აფრქვევ!“

View this post on Instagram

🖤

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამომ მოკრძალებული იმიჯის მორგება მეორე ორსულობის შემდეგ გადაწყვიტა. მის გარდერობში გამომწვევი, ან გამჭირვალე სამოსი აღარ დომინირებს, რაზეც გავლენა ბიზნესმენმა შეყვარებულმა იქონია. აღნიშნული თამოს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდსაც დაეტყო. აღსანიშნავია, რომ ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ საჯაროდ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისთვის აღარ სცალია. თამო ვაშალომიძე სულ მალე დედა მეორედ გახდება. მან მეორე შვილის სქესი რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რამაც მორიგი დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ახლა კი ვაჟთან შესახვედრად წუთებსა და წამებს ითვლის. „სულ რაღაც 2 თვე და 14 დღე მაშორებს ბედნიერებასთან... შეგრძნებები და ემოციები შეუცვლელი“, – წერს საკუთარ გვერდზე სექსუალური „სელებრითი“.

View this post on Instagram

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

View this post on Instagram

@dress_tbilisi ♥️♥️♥️♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0