Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვინ გამოგიგზავნა არ იცი?“ – შორენა ბეგაშვილს თეთრი „ბენტლი“ აჩუქეს – ვიდეო

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სექს-სიმბოლოს კიდევ ერთი მანქანა უსახსოვრეს. ვინ არის საჩუქრის ავტორი და როგორ გამოიყურება მანქანა?

შორენა ბეგაშვილს ულამაზესი ფერადი ყვავილები და თეთრი მანქანა აჩუქეს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ეკითხება მისი მეგობარი საჩუქრის ავტორის ვინაობაზე, თუმცა შორენამ „ფოლოვერები“ უპასუხოდ დატოვა. დიდ ყუთში შეფუთულმა საჩუქარმა დიდი ინტერესი გამოიწვია. საჩუქრის ავტორი მხოლოდ ძვირადღირებული ყვავილებით არ შემოიფარგლა, მან მანქანის ჩუქებაც გადაწყვიტა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს სათამაშო „ბენტლი“ აღმოჩნდა. „რა არის, არ იცი?“ – ჰკითხა შორენას მეგობარმა.

View this post on Instagram

@calypsobeautyepoch 🍒

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა. მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.

შორენას უკანასკნელი ფოტოების ადგილმდებარეობად ესპანეთია დაფიქსირებული. როგორც ჩანს, წყვილი ერთი თვის წინ ესპანეთში ერთად ისვენებდა, თუმცა ამ დრომდე ბეგაშვილი მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებში მის სახეს არ აჩენდა, ახლა კი ბარათელთან ერთად გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, არავინ ელოდა, რომ შორენა სოციალურ ქსელში მათ ერთობლივ ფოტოს დადებდა.

View this post on Instagram

🤍

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილის პარტნიორმა ტელესახეს სათამაშო მანქანა გაუგზავნა. ჯერ კიდევ უცნობია – ეს მინიშნებაა სამომავლო სიურპრიზზე, თუ გულწრფელი საჩუქარი. თუმცა, შორენას სიცილი ვიდეოში კარგად ისმის. ყველაფრის მიუხედავად, შორენა ცხოვრებითა და მომხდარი მოვლენებით ბედნიერია.

ყველა ახალი ამბავი
0