თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ლაგოდეხიდან დაახლოებით 2 კილომეტრში.
მიწისძვრის ეპიცენტრი 17 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.