ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიყენებული დაზიანებების შედეგად დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმრების ბრიგადის მისვლამდე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0