Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილის ულტრამოდური სიდედრი – ნანუკა გუდავაძის დედა TikTok-ის ვარსკვლავია

© Facebook / Georgian Dreamნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი
ნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გუდავაძის დედა ერთ-ერთი ტრენდული აპლიკაციის მომხმარებელია. მან ვიდეო უფროს ქალიშვილთან ერთად გადაიღო. ორი შვილის დედა შეუდარებლად გამოიყურება – უახლესი ვიდეო.

ნანუკა და ბერა ივანიშვილები თანამედროვე სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათ არ ჩამოუვარდებათ ნანუკას და – ანი გუდავაძე. გოგონა დას გარეგნულად ძალიან ჰგავს და მათი ფოტოებით ჩანს, რომ ისინი ძალიან მეგობრობენ. მათ სამეგობრო წრეს ტოპ-მოდელი ანა შელიაც შეუერთდა. გოგონები საერთო ფოტო-ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ. დაქალებს შორის პირველი შვილი ანი გუდავაძეს შეეძინა. ნანუკა გუდავაძის და, ანი გუდავაძე TikTok-ზე ძალიან პოპულარულია. ანი დახვეწილი გოგონაა. მას თბილი და ლამაზი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია.

View this post on Instagram

A post shared by Ani Gudavadze (@anigudavadze) on

ნანუკას უფროს დას TikTok-ზე 6547 ხელმომწერი ჰყავს. მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც დედასთან ნატა გუდავაძესთან ერთადაა. გოგონებმა მონაწილეობა ერთ-ერთ „ჩელენჯში“ მიიღეს. ყოველდღიური Casual სამოსიდან სადღესასწაულო კაბებამდე. ნატას და ნანუკა გუდავაძის მსგავსება გაგაოცებთ. ვერავინ დაიჯერებს, რომ ბერა ივანიშვილის სიდედრი ორი ქალიშვილის დედაა.

ბერა და ნანუკა – საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და არაორდინარული წყვილია. შეყვარებულებმა თაყვანისმცემლები სხვადასხვა ხერხით დააინტერესეს. მათი ნიშა ცხოვრების გამორჩეული სტილი, ორიგინალური ვიდეოები, შემოქმედებითი ხედვა და ურთიერთსიყვარულია. წყვილმა შვილისთვისაც კი უცხო და აქამდე უცნობი სახელი მოიფიქრა – ბერუკა. ნანუკამ და ბერამ საკუთარი სახელები გააერთიანეს.

View this post on Instagram

Love from the 70s 😍

A post shared by BERA (@beraofficial) on

აღსანიშნავია, რომ პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ბერამ შვილს „იავნანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა. ის შვილთან ერთად ხშირად ვარჯიშობს. ახლა კი, რამდენიმე თვის მანძილზე შეკვეთილში დასვენების პერიოდში ახალი იდეებით აღსავსე შეუდარებელი ფოტოსესიების გამოქვეყნება დაიწყეს, რაშიც მათ მხარი ნატა გუდავაძემაც აუბა და ახალ ტრენდს დახვეწილი ვიდეოების გადაღებით შეუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0