ბასილაშვილის კრიზისი გრძელდება: საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ დამარცხდა

© photo: AFP 2020 / KOEN SUYKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ უკვე მეშვიდედ წააგო.

ჰამბურგის ტურნირის პირველივე წრეში (Hamburg European Open) ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან (11) ორ სეტში დამარცხდა. მატჩს საათ-ნახევარზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი მარცხი

ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა გარკვეული შანსები, თუმცა თავად მან მისცა ბაუტისტა-აგუტს ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება. ამან კი საბოლოოდ მისი დამარცხება გამოიწვია.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირების ბოლო ორი წლის გამარჯვებული იყო. ამჯერად მან ვერ შეძლო თავისი ტიტულის დაცვა და 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი 33-ე ადგილიდან დაახლოებით მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს>>

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

ყველა ახალი ამბავი
0