Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი ქორქიას უმცროსი ქალიშვილის საუცხოო სილამაზე – როგორ გამოიყურება პატარა ლიკა?

© Photo: Anuki Qorqia / FBანუკი ქორქია
ანუკი ქორქია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი კორქია წლებია დაოჯახებულია. მას და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. ანუკის ბავშვობისა და მისი უმცროსი ქალიშვილის გარეგნობის მსგავსება გაგაოცებთ. ნახეთ როგორ გამოიყურება ლურჯთვალება ლიკა.

ანუკი ქორქია უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე კახა ჩიქოვანია. წყვილმა ქორწინების დასაწყისშივე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთმანეთი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნეს. კახა და ანუკი 2012 წელს დაქორწინდნენ. ანუკი ქორქიას მეუღლე ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და. მას მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. კახა ჩი­ქო­ვა­ნი წამ­ყვან არ­ტის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და მისი მოწ­ვე­ვით ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რო­ბენ.

View this post on Instagram

🦄 ᒪIKᗩ

A post shared by anukeme (@anukiqorqia) on

ანუკის და კახას უსაყვარლესი შვილები – ქალ-ვაჟი ჰყავთ. მოდელი Instagram-ზე საკმაოდ აქტიური იყო და ბევრი ხელმომწერიც ჰყავდა. თუმცა მსოფლიოში გამოცხადებულმა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. ანუკის დღის განრიგიც შეიცვალა. მისი ცხოვრების რიტმი რუტინული გახდა. ახლა მის სოციალურ ქსელს ულამაზესი ფოტოსესიების კადრები აღარ ამშვენებს. სამაგიეროდ, News feed-ში ორი ულამაზესი შვილის ერთი ჩვეულებრივი დღე დომინირებს.

ანუკი ქორქიამ მეორე შვილი 2019 წელს გააჩინა. პატარა გოგონას ანუკის შეუდარებელი დის ლიკა ქორქიას სახელი დაარქვეს. მოდელის უფროს შვილს, პატარა ბიჭუნას ზამთარში 6 წელი შეუსრულდა. ბავშვები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკის ბავშვობის ფოტოც ამტკიცებს, სადაც სუპერ-მოდელი უმცროსი ქალიშვილის ასაკისაა.

ანუკი ქორქია, ისევე, როგორც ბევრი ქართველი სელებრითი, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად დიდი ყურადღება არა ანუკიმ და მისმა ქმარმა, არამედ მათმა შვილმა მიიქცია. ერთი წლის ლიკუნა ჩიქოვანი უფრო და უფრო აღაფრთოვანებს საკუთარი სილამაზით სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ყველა ახალი ამბავი
0