ქართველი სუმოისტი კვლავ აგებს შემოდგომის ტურნირზე

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წაგების შემდეგ გორგაძის ბალანსი მიმდინარე ტურნირზე კვლავ უარყოფითი გახდა - ოთხი მოგება და ხუთი წაგება

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მეხუთე მარცხი განიცადა შემოდგომის აკი ბაშოზე, რომელსაც ამ დღეებში ტოკიო მასპინძლობს.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, ოძეკი ასანოიამასთან დამარცხდა. ჩვენ სპორტსმენთან ბრძოლაში ასანოიამამ მარცხენა შემბოჭავი ილეთი ჰიდარი-უვატე გამოიყენა, შემდეგ კი ტოჩინოშინი უვატენაგეს გდებით დაამარცხა.

ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი მიმდინარე ტურნირზე კვლავ უარყოფითი გახდა - ოთხი მოგება და ხუთი წაგება.

აკი ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი დოჰიოზე სეკივაკე მიტარეუმის დაუპირისპირდება. ეს იქნება სუმოისტების რიგით მე-13 შერკინება. პირადი შეხვედრებით გორგაძე იგებს - 8:4.

შემოდგომის აკი ბაშო ტოკიოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0