ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
„სხვა უწყებებთან ერთად სამუშაო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს. კლასტერები რამდენიმეა, კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. სხვადასხვა კლასტერთან მიბმული შემთხვევები გვაქვს, ძირითადი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს უკვე დადასტირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ჩვენი სამუშაო და სამიზნე არის კონტაქტირებული პირები, ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ბევრი ნიმუში გაეშვა კვლევაში, რამაც შექმნა ერთგვარი გადატვირთვა, თბილისის დონეზე ლაბორატორიული ქსელი ჩართულია აჭარის ნიმუშებზე და ეს პრობლემა მყისიერად არის აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ტესტის პასუხებამდე მოქალაქეები ვალდებული არიან იზოლაციის წესები დაიცვან.