„ბავშვი რომ დედას რაღაცას უმალავს ისეთი განცდა მაქვს, თინეიჯერობის შემდეგ ასეთი განცდა არ მქონია“, – ამბობს ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში. ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უყვება და დახმარებას სთხოვს. ასათიანი ჰყვება, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, რაც სიგარეტის მოწევის განახლებას უკავშირდება.
View this post on Instagram
„ძალიან ცუდად მოვიქეცი დაახლოებით ორი კვირაა. ვიფიქრე, რომ 10 წელია დანებებული მაქვს მოწევისთვის თავი და ერთ ღერს მოვწევ მეთქი და აი ამ ერთმა ღერმა დამღუპა. რაღაც სუფრაზე ვიყავი, დავლიე ერთი ორი ჭიქა და... ჩემებმა გაიგეს, ვერ მიშველა იმათმა აკრძალვებმაც. ერთი კვირაა უკვე აღარ მივარჯიშია. ეს ვიდეოც იმიტომ ჩავწერე, რომ საკუთარი თავის შემრცხვეს. ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, არ მიმატოვოთ ამ განსაცდელის ჟამს“, – ამბობს ჟურნალისტი და „ფოლოვერებს“ სთხოვს ურჩიონ, როგორ დაანებოს მოწევას თავი.View this post on Instagram
პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.
View this post on Instagram
როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.
View this post on Instagram
მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.