დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოში ჯილდო მოიპოვა

© photo : courtesy of Georgian National Film Centerფილმი "დასაწყისი"
ფილმი დასაწყისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

სულ მალე ფილმის მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება, სადაც „დასაწყისი“ ფესტივალის მთავარი ჯილდოს – „ოქროს ნიჟარის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს.

რაზეა ფილმი „დასაწყისი“

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. 

ევა ლონგორია - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი კანის ფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0