თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველოს“ ქართველ თანამემამულეთა მხარდაჭერის შტაბის საქმიანობის გაშუქებისთვის პანდემიის დროს.
დაჯილდოების ცერემონია ამ უქმეებზე მოსკოვში გაიმართა რუსული ფოლკლორის ცენტრში.
სამადლობელი სიგელები, Sputnik-ის გარდა, ასევე გადაეცა ქართულ ტელეარხ „იმედსა“ და კიდევ რამდენიმე რუსულ გამოცემას.
„დიასპორების საქმეთა დეპარტამენტი მოსკოვში 11 მაისს ამუშავდა, ხოლო 12 მაისს იქ გაიხსნა ქართველ თანამემამულეთა მხარდაჭერის შტაბი, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Sputnik-ის წყალობით ბევრმა თანამემამულემ შეიტყო ჩვენი შტაბის მუშაობის შესახებ და მხარდაჭერისთვის მოგვმართეს. თქვენს რედაქციას მოსკოვსა და თბილისში დიდი მადლობა“, — განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ ღონისძიებაზე.
პროექტ „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა:
„Sputnik–საქართველოს“ მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ქართულ–რუსული ურთიერთობების გაშუქებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვუამბობთ მკითხველებს ქართული დიასპორის ცხოვრების შესახებ რუსეთში, და რუსული დიასპორის შესახებ საქართველოში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს შრომას აფასებენ“.
„Sputnik–საქართველომ“ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მასიში დაიწყო და დღეისათვის საქართველოს შესახებ ინტერნეტ–მედიას შორის ლიდერია*. სააგენტოს შემადგენლობაში შედის იმავე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ–რადიო.
Sputnik-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ ინტერნეტ-საიტებს 33 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქში.
Sputnik-ის ახალი ამბების ლენტი 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს წამყვან გამოცემებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ ენებზე და ასევე ფარსიზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია 80 მილიონზე მეტ მნახველს მოიცავს თვეში. სოციალურ ქსელებში Sputnik-ის ხელმომწერთა საერთო რაოდენობა 20 მილიონს აჭარბებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ 24 სარედაქციო ცენტრში — ბიშკეკიდან კიშინიოვამდე და პეკინიდან მონტევიდეომდე — ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში. მისი სათავო ოფისი მდებარეობს მოსკოვში.
* Liveinternet–ის მონაცემებით 2020 წლის 1 სექტემბრისთვის