Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანა ჩირაძეს მისი უფროსი ქალიშვილი ტყუპისცალივით ჰგავს - ფოტოები

© Facebook / Ana Chiradzeანი ჩირაძე
ანი ჩირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეალურ ცხოვრებაში „ჩიკას“ ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. გოგონა განსაკუთრებით ჰგავს დედას. ცოტა ხნის წინ ანიმ სოციალურ ქსელში ნიცას ფოტო გამოაქვეყნა. დედა-შვილის მსგავსება დაუჯერებელია.

პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ „ჩიკას“ როლის შემსრულებელს, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობს ანა ჩირაძეს რეალურ ცხოვრებაში ორი შვილი ჰყავს. მსახიობს განსაკუთრებით ჰგავს გოგონა - მშვენიერი ნიცა ცისკარიშვილი.

View this post on Instagram

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

ანი ჩირაძე და ცნობილი შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური ოქტომბერში დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები.

View this post on Instagram

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანი გრძელდებოდა. ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. ანას და კონსტანტინეს თმაც კი ერთნაირად ავანგარდულად აქვთ გაკეთებული სერიალში, რეალითი-შოუსა და რეალურ ცხოვრებაში.

არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება მათივე პერსონაჟებისგან განსხვავდება. სწორედ ეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.

ყველა ახალი ამბავი
0