ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირზე მესამედ მოიგო – შერკინების ვიდეო

© AFP 2024 / BRENDAN SMIALOWSKI ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე
 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის აკი ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, სეკივაკე დაიეისიო დაამარცხა. გორგაძემ გაუძლო მეტოქის წნეხს, შებოჭა ის და იორიკირის ილეთი ჩაუტარა.

დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა.

აკი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაკეისეს შეხვდება. ეს შერკინება მეტოქეთა პირად დაპირისპირებაში რიგით მე-11 იქნება. ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იაპონელი სუმოისტის მხარესაა – 8:2.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0