Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატი გადახოტრილი თმით გამოჩნდა - მომღერლის არაორდინალური გადაწყვეტილება

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსტრავაგანტული არტისტის თამამი ნაბიჯი. მომღერალი თავს გადაპარსული თმით იწონებს. როგორ გამოიყურება ნინა სუბლატი გამორჩეული იმიჯით?

ნინა სუბლატის არაორდინარული და უჩვეულო იმიჯი მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად განიხილება. მომღერალმა წლების წინ გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. მომღერალმა კომპოზიტორ მეუღლესთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და სწორედ აქ მოსდის მუზაც. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. მათ შვილის გაჩენის შემდეგ მუსიკალური პაუზა აიღეს.

View this post on Instagram

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

მისი განთქმული იმიჯი და შესრულების მანერა ევროპელმა მსმენელმაც დააფასა, მაგრამ გამარჯვებისთვის ქულები არ ეყო. 2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსზე წარდგა სიმღერით Warrior, სადაც ნახევარფინალი გადალახა და ფინალშიც მოხვდა. კონკურსზე გამოსულმა ნინამ მებრძოლი ქალის სახე წარადგინა. სიმღერა დამოუკიდებლად შექმნა და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. მანამდე ის „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი ემოციური შემსრულებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და არტისტიზმით დაჯილდოებული მომღერალი სოლო კარიერას ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თაყვანისმცემელს ახალი სიმღერებით არ ანებივრებს, მუსიკის წერას განაგრძობს. ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და კომპოზიციის შექმნის ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებს. თუმცა, რამდენიმე თვეა ახალი სინგლების მაგივრად, მისი გვერდი ფეხმძიმობისა და შვილის ფოტოებმა დაიპყრო.

ნინა სუბლატს პირველი შვილი 26 აგვისტოს შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – ამ წარწერით პოსტი არტისტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა. წყვილს ბიჭი შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

View this post on Instagram

🌚🌝

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ნინას Instagram-ის „სთორიზე“ მისი ძველი ფოტო გამოჩნდა. მომღერალს წლების წინ გრძელი თმა გადახოტრილი ჰქონდა. არტისტი თამამ გადაწყვეტილებებს არ უშინდება, ხოლო ექსპერიმენტები მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. წარმატებული მომღერალი ფეხმძიმობის პერიოდში დიდი სირთულეებისა და რისკის  წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის პანდემიის დროს დაინფიცირდა მისი ნათესავი, რის გამოც ნინა სუბლატი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0