Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძის მორიგი გამომწვევი გამოჩენა - რა მიზეზით გააკრიტიკეს ტრანსგენდერი ქალი?

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტელეშოუების ერთ-ერთი რეიტინგული სტუმარი უკანალის სურათის გამოქვეყნებას არ წყვეტს. ამჯერად მან სითამამეს გადააბიჯა და ეს საქციელი „ფოლოვერებმა“ უხამს გადაწყვეტილებად მიიჩნიეს. რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას კესარია?

ნავზე გაშიშვლების შემდეგ, კესარია თაყვანისმცემლების და მიმდევრების გაღიზიანებას არ წყვეტს. მორიგი აღშფოთება მისმა ქცევამ გამოიწვია, რომელიც გულანთებულმა მეგობრებმაც კი უხამს გადაწყვეტილებად მოიხსენიეს. კესარია აბრამიძემ კორპუსის ბოლო სართულიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით ეს მისთვის დამახასიათებელი სურათი და რაკურსია, თუმცა ამჯერად აღნიშნულ კადრზე მხოლოდ მისი უკანალი ჩანს, რამაც უამრავი ერთგული გულშემატკივარი გააოცა. „ვულგარული და უგემოვნოდ გადაღებული ფოტოა“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მომხმარებელი. „ეს გოგო მომწონს, მაგრამ უკანალს რატომ გვანახებს მუდამ, ვერ გავიგე...“, - წერს სოციალური ქსელის მორიგი მომხმარებელი. ამ უკანასკნელმა კითხვამ, როგორც ჩანს, კესარიას ყურადღება მიიქცია, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: „პანორამა დაინახე...“

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. ხშირად, ნეგატიურ კონტექსტში. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა. თუმცა, მისმა შიშველმა ტანმა ისევ სელებრითების ტოპ-ფოტოებში დამსახურებული ადგილი დაიკავა. ბათუმის სანაპიროდან ზღვის შუაგულში ნავით საყვარელ მამაკაცთან ერთად გაცურა და ყველას ყურადღება მოშიშვლებული ტანით მიიქცია. ახლა კი კვლავ სკანდალების დრო დადგა.

View this post on Instagram

#frzz_makeup #morphe #jackline #fashionblogger#makeupartist #makeup #macgergia#model #famouspeople #kimkardashian #imcardib #lipstick #

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0