ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირზე ჯერ მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა – შერკინების ვიდეო

© AFP 2022 / BRENDAN SMIALOWSKIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მეტოქე თავის ქამართან მიუშვა, მაგრამ მისი მოგერიება კაკაენაგეს ილეთით შეძლო.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის აკი ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა ტაკაიასუ დაამარცხა. გორგაძემ მეტოქე თავის ქამართან (მავაში) მიუშვა, მაგრამ მისი მოგერიება კაკაენაგეს ილეთით შეძლო.

ტაკაიასუზე გამარჯვების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა მიმდინარე ტურნირზე საკუთარი ბალანსი შედარებით გაიუმჯობესა. ამჟამად ტოჩინოშინის ანგარიშზეა ორი მოგება და სამი წაგება.

აკი ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღეს გორგაძე სეკივაკე სედაის შეხვდება. ეს შერკინება მეტოქეთა პირად დაპირისპირებაში რიგით მე-17 იქნება. უმნიშვნელო უპირატესობა იაპონელი სუმოისტის მხარესაა – 9:7.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0