მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პანდემია და ეკონომიკა: OECD-მ დათვალა, რამდენს იზარალებს მსოფლიო

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, მიმდინარე წელს მსოფლიო შიდა პროდუქტის მოცულობა შესაძლოა 4,5%-ით შემცირდეს და არა 6%-ით, როგორც ეს მანამდე იყო პროგნოზირებული.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიით მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 2021 წლის ბოლოსთვის 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, იუწყება გაზეთი Les Echos ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარ ეკონომისტზე ლორანს ბუნზე დაყრდნობით.

სატვირთო ტერმინალები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: როგორ ვაჭრობს საქართველო პანდემიის პერიოდში
„ჩვენ არ შეგვიცვლია პროგნოზები 2021 წლისთვის. მსოფლიო ეკონომიკა არ აღდგება იმაზე მალე, ვიდრე ჩვენ მანამდე ვპროგნოზირებდით. ვირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ მრავალი თვის განმავლობაში მოგვიწევს“, — ციტირებს გაზეთი ბუნის სიტყვებს.

OECD-ს ექსპერტის თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიო, კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანი შიდა პროდუქტიდან დაახლოებით 7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, რაც საგრძნობი რყევა იქნება.

იმავდროულად ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში 2020 წლის მსოფლიო შიდა პროდუქტის მოცულობა 4,5%-ით შემცირდეს და არა 6%-ით, როგორც ეს მანამდე იყო პროგნოზირებული.

OECD-ში დააზუსტეს, რომ მსოფლიოში წარმოების მოცულობა სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც შემზღუდავი ზომები მოიხსნა და საწარმოებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა „ზაფხულში გლობალური აღდგენის ტემპები რამდენადმე შენელდა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0