გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს

გამოწერა
НовостиTelegram
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის პროცესში ჩართულია სამი ეკიპაჟი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს ქალი გადაარჩინეს, ნათქვამია სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახანძრო - Sputnik საქართველო
ხანძარი გლდანში – მაშველებმა ბავშვები გადაარჩინეს

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, სადაც მწოლიარე ქალი იმყოფებოდა.

„სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ძლიერი დაკვამლიანებიდან ქალის უვნებლად გამოყვანა შეძლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ქალს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაციისას შენობიდან ორი მამაკაცის გამოყვანაც შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის პროცესში ჩართულია სამი ეკიპაჟი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0