თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 0:0.
არბიტრს არ დაუმატებია დამატებითი დრო პირველ ტაიმში და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
შეხვედრა „დინამოს“ დიდი უპირატესობით მიმდინარეობს. დინამოელებს ჰქონდათ გოლის გატანის ორი შესანიშნავი შანსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში საუკეთესოდ ითამაშა „რკინიგზელების“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ორივე კლუბის ფეხბურთელებს 15 დარღვევა ჰქონდათ, აქედან ოთხი ყვითელ ბარათებად დაუჯდათ - სამი „ლოკომოტივს“ და ერთი - „დინამოს“.
ქართული და რუსული გუნდების შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში, მიხეილ მესხის სტადიონზე, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში მიმდინარეობს. უეფას რეგულაციებისა და რეკომენდაციების გამო, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესდა, მაყურებელი ტრიბუნებზე არ დაიშვა.
უყურეთ მატჩის ონლაინ-ტრანსლაცია Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე >>