აფეთქება გორში: დაშავებულთა შორის ერთი მოზარდია

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა გორში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სახანძრო - Sputnik საქართველო
სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი

აფეთქდა ხელნაკეთი აირის კომპრესორი. დაშავებულია ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 17 წლის მოზარდი.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების მომენტში დაშავებულები მანქანის საბურავს ბერავდნენ.

სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი შეფასებით, დაზიანებები მსუბუქი და ზედაპირულია, თუმცა პაციენტების გამოკვლევა გრძელდება.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0