თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ დადიოდა და დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ხელვაჩაურში კორონავირუსი საჯარო მოხელეებს დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ დადიოდა და დისტანციურად მუშაობდა. როგორც მერიაში აცხადებენ, ტესტირება უკვე ჩაუტარდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დედაქალაქის მერიაში უკვე ჩატარდა დეზინფექცია.

„ფაქტის დადგომისთანავე, თბილისის მერიამ ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმოქმედა, რაც ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არის მოწოდებული. სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა თბილისის მერიის შენობა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ უტარდებათ ტესტირება. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებსაც გაატარებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ემატება. დღეს ახალი 179 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 2937 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1422, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0