თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა ფილანტროპმა და ბიზნესმენმა, მაღაზია Duty Free-ს მსოფლიო ქსელის შემქმნელმა ჩაკ ფინიმ მთელი თავისი მრავალმილიარდიანი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა, იუწყება გამოცემა Forbes.
It took decades, but Chuck Feeney, the former billionaire cofounder of retail giant Duty Free Shoppers has finally given all his money away to charity. He has nothing left now—and he couldn’t be happier https://t.co/dKnpVHWst8 pic.twitter.com/zObmyQihu0
— Forbes (@Forbes) September 15, 2020
ფინის თქმით, მან და მისმა მეუღლემ მხოლოდ 2 მლნ დოლარი დაიტოვეს პენსიაზე კომფორტული ცხოვრებისთვის, ხოლო დანარჩენი მან მთლიანად ქველმოქმედებაზე გაიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა 40 წლის განმავლობაში 8 მილიარდი დოლარი გადაურიცხა სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს.
„ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ ზოგი რამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ მიზანს სიცოცხლეშივე მივაღწიე“, — თქვა ფილანტროპმა.
„ფორბსის“ ინფორმაციით, ჩაკ ფინი ასკეტურ ცხოვრებას ეწევა სან-ფრანცისკოში მდებარე მოკრძალებულ ბინაში, რომელიც უფრო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახს ჰგავს.