თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოდელი საკო წოწორია გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Audi-ს ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გახდა.
To be an Influencer („იყო ინფლუენსერი“) - ასეთი სახელწოდება აქვს Audi-ს ახალ სარეკლამო რგოლს, რომელიც რეჟისორმა პაბლო ოლივერამ კომპანია Garage Films Production-თან და სარეკლამო სააგენტო DDB España-თან თანამშრომლობით ესპანური აუდიტორიისთვის შექმნა.
Audi España-სთვის გადაღებულ ვიდეორგოლში ქართველი მოდელი ახალგაზრდა ინფლუენსერის როლში წარდგა. ის ფოლოვერებს სოციალურ ქსელებში თავისი ცხოვრების დეტალებს უზიარებს, ქმნის კონტენტსა და ტრენდებს. თუმცა ის, რაც მას განუმეორებელსა და გამორჩეულს ხდის - ეს არის ავტომობილი Audi.
საკო წოწორია ბევრმა გაიცნო სამოდელო პროექტ „ტოპ-გოგოს“ შემდეგ. სამოდელო კარიერის გარდა, საკომ სხვა სფეროებიც მოსინჯა. ის მუშაობდა მენეჯერად სასტუმროებში, ასევე ჟურნალისტიკაში: წერდა ჟურნალისთვის „თავისუფალო დრო“ და სააგენტო Marketer-ისთვის.