გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა

გამოწერა
НовостиTelegram
გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთაგან ორი არასრულწლოვანია

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. ჩოხატაურში დღეს კორონავირუსი ორი თვის ჩვილს და 13 წლის მოზარდს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

ტესტირება კორონავირუსზე ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
იანვრის ბოლოდან საქართველოში COVID-19-ზე ნახევარ მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა

„ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურელია, ორი ლანჩხუთელი, ერთი კი ოზურგეთელი. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - განაცხადა მჟავიამ.

ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო ორი დღის წინ საქართველოს ოთხ სოფელში, მათ შორის ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან ზოდი და ჩხაკაურა, საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 31 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0