Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აშშ-ში შექმნეს კორონავირუსის ტესტი, რომლის გაკეთება სახლში შეიძლება

© AFP 2024 / MARK FELIXტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპრესტესტის ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა გასაყიდად მას მხოლოდ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ გამოიტანენ

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. აშშ-ში ორმა კომპანიამ გაავრცელა განცხადება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კორონავირუსის პირველი ექსპრესტესტის დამზადების შესახებ - ტესტის გაკეთება შესაძლებელია 15 წუთში, წერს РИА Новости.

კერძოდ, Cellex-მა, რომელიც დიაგნოსტიკაზე მუშაობს, შექმნა ტესტი ანტიგენებზე. ტესტირებისას ადამიანმა ბამბის ჩხირით უნდა აიღოს ნაცხი ცხვირიდან და ჩხირი სპეციალური სითხით სავსე ფლაკონში მოათავსოს. ამის შემდეგ ფლაკონიდან წვეთები უნდა გადაიტანოს ტესტკასეტაზე, რომელიც ნიმუშში ვირუსის არსებობას განსაზღვრავს.

ტესტირება კორონავირუსზე ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
იანვრის ბოლოდან საქართველოში COVID-19-ზე ნახევარ მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა

აღსანიშნავია, რომ შედეგის გაგება შესაძლებელი იქნება საკუთარი ექსპრესტესტის ფოტოსურათით: აპლიკაცია, შემუშავებული Gauss-ის სტარტაპით, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა 15 წუთში გამოთვალოს შედეგი და მომხმარებელს აცნობოს, არის თუ არა იგი ავად კორონავირუსით.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამ „სწრაფ, საიმედო, იაფ და მარტივად გამოსაყენებელ“ ტესტს მნიშვნელოვნად შეუძლია ვირუსის გავრცელების შემცირება, განსაკუთრებით უსიმპტომო პაციენტებში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს პირველი ტესტია, რომელიც  ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნის გარეშე სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს. ამასთან, პორტალ Axios-ის მონაცემებით, კომპანია Cellex-ში აცხადებენ, რომ ტესტის მგრძნობელობა დადებითი შედეგისადმი 90%-ს შეადგენს, უარყოფითი შედეგისადმი - თითქმის 100%-ს.

ტესტი გასაყიდად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გამოიტანონ, რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ლიცენზიას გასცემს. ტესტის ფასი ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ყველა ახალი ამბავი
0