„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარიამ ბონდარენკო
მარიამ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი 15 წლის გოგონა ოცნებობს, რომ პოპულარული გახდეს და გაჭირვებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობა მიეცეს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსულ ტელეარხ НТВ-ზე 20 სექტემბერს იწყება საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер!, რომელიც საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

საქართველოს მუსიკალურ პროექტზე 15 წლის თბილისელი გოგონა მარიამ ბონდარენკო წარმოადგენს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარიამ ბონდარენკო
„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას - Sputnik საქართველო
მარიამ ბონდარენკო

Sputnik-ის კორესპონდენტი მარიამს შეხვდა და რეპეტიციებს შორის გაესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება პირველი გამოსვლისთვის და როგორ შეეგუა უჩვეულო ვითარებას.

კონკურსზე არაფერი ვიცოდი

მარიამი საბავშვო ცენტრ SOS-ში სულ ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, მაგრამ ამ მოკლე დრომ მასზე მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა — ახლა გოგონა ოცნებობს, დაეხმაროს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ყველა ბავშვს.

საქმე ისაა, რომ მარიამის დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა და ამიტომ ქალი გარკვეული ხნის განმავლობაში მეგობრებთან ცხოვრობდა, მარიამი კი დროებით თავშესაფარში მიაბარა.

მოგვიანებით ქალმა სამსახურიც იშოვა და ბინის დაქირავებაც შეძლო, ამიტომ მარიამი ახლა დედასთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ ფული მაინც არ ჰყოფნით და გოგონა ბავშვთა დღის ცენტრ „მზესუმზირებში“ დადის, სადაც კიდეც იკვებება და მუსიკაშიც მეცადინეობს.

© photo: Sputnik / Vitali Belousovმარიამ ბონდარენკო
„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას - Sputnik საქართველო
მარიამ ბონდარენკო

ტელევიზორისა და ინტერნეტისთვის მარიამს დრო თითქმის არ რჩება, ამიტომ კონკურს Ты супер!-ის შესახებ არაფერი სმენოდა.

„მეგობრებთან ერთად მოსმენაზე გამგზავნეს. მერე კი გვითხრეს, რომ ჩვენი ვიდეოები სადღაც უნდა გაეგზავნათ და მაისთვის სამი სიმღერის სწავლა იყო საჭირო. ცოტა შემეშინდა — მოკლე დროში უნდა მესწავლა სამი სიმღერა. მაგრამ მაინც მოვემზადე. როგორც ჩანს, მოეწონათ და აქ ამიტომაც ვარ“, — იღიმება მარიამი.

ამდენ თბილ ადამიანს არ ველოდი

მარიამისთვის Ты супер! — ეს პირველი მასშტაბური კონკურსია მის ცხოვრებაში. მოსკოვში წასასვლელად რომ ემზადებოდა, ძალიან ღელავდა, მან ხომ რუსული არ იცის.

„ნახევრად უკრაინელი ვარ. რუსულად რამდენიმე სიტყვა ვიცი — ასე გამოვიდა. მაგრამ ყველანი ძალიან თბილები და მეგობრულები გამოდგნენ, რასაც არ ველოდი. მაინც ვცდილობთ ერთმანეთს ველაპარაკოთ. ცოტა ინგლისური ვიცი და შიგადაშიგ ვურთავ ხოლმე, თუმცა ახლა, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ უკვე მაინც ბევრი რამ მესმის რუსულად“, — ამბობს მარიამი.

© photo: Sputnik / Vitaly Belousovმარიამ ბონდარენკო
„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას - Sputnik საქართველო
მარიამ ბონდარენკო

გოგონა ამბობს, რომ შიში მაინც არ შორდება.

„ხან ვნერვიულობ: ხომ შეიძლება აუდიტორიამ არც მე მიმიღოს, არც ჩემი ვოკალი და შემოქმედება? თუმცა, მეორე მხრივ, სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობა ხომ ნორმალურია?“ — მსჯელობს მარიამი.

ვოცნებობ, რომ ბავშვებს დავეხმარო

მარიამი ამბობს, რომ Ты супер!-ში გამარჯვებაზე არც კი ფიქრობს — უფრო გამოცდილების მიღება და თავის წარმოჩენა უნდა.

„მჯერა, რომ ეს პროექტი ოცნების განხორციელებაში დამეხმარება — გავხდე წარმატებული და პოპულარული მომღერალი. მინდა იმდენი სახსრები მქონდეს, რომ ადამიანებს დავეხმარო, განსაკუთრებით მათ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ — იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა კარგად იცხოვრონ. ამიტომ ჩემი მიზანია ცნობილი გავხდე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ მინდა, რომ ასე მოხდეს და მთელ ძალას მოვახმარ ამ ოცნებას. მომავალში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრასაც ვისწავლი, რათა პროფესიონალი გავხდე. აქამდე ამის შესაძლებლობა არ მოქნდა“, — ამბობს მარიამი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარიამ ბონდარენკო
„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას - Sputnik საქართველო
მარიამ ბონდარენკო

და კიდევ, მარიამს უნდა, რომ დედამ მისით იამაყოს.

„ის ჩემთვის ყველაფერის აკეთებს, რაც მის ძალებშია. დედა ჩემი უმთავრესი მეგობარი და უმთავრესი სიმდიდრეა. ვფიქრობ, რომ ხმა მისგან დამყვა — ისიც მღეროდა ბავშვობაში, თანაც ძალიან კარგად. ჩემი ვოკალური მონაცემებიც მან შენიშნა — მეც ძალიან პატარაობიდან ვმღერი. უკვე 6 წლისა კი სერიოზულად დავფიქრდი მუსიკაზე. მომავალში კლასიკის შესრულებაც მსურს და საესტრადო სიმღერებისაც“, — ამბობს მარიამი.

საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер! მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ნიჭიერ ბავშვებს აძლევს შანსს, წარმოაჩინონ თავი და დაიპყრონ დიდი სცენა. ახალ სეზონში 58 ბავშვი მონაწილეობს ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც სკოლა–ინტერნატებში, ბავშვთა სახლებსა თუ მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0