წინასაარჩევნო კავშირები: „ევროპულმა საქართველომ“ მხარი ლეიბორისტებს დაუჭირა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არჩევნებზე იმოქმედებენ პრინციპით „ქართული ოცნების წინააღმდეგ“

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიიღო გადაწყვეტილება მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარი დაუჭიროს „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ახალი საარჩევნო ბლოკი ძველი სახელწოდებით – ვინ შემოიკრიბა „ნაცმოძრაობამ" >>

თბილისში ძალების გაერთიანების მიუხედავად, რეგიონებში ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები დამოუკიდებლად დააყენონ.

„გადაწყვეტილება მივიღეთ მხარი დავუჭიროთ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამარცხება, რადგან ეს არის გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ბექა ნათელაშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე.

ბექა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გასული წლის შემოდგომაზე, ახალგაზრდული საპროტესტო აქციების დროს.

ამასთან, სამშაბათს ამ ოლქში კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ძალამ - „ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი წარადგინა.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაპარლამენტო არჩევნები 2020: გზამკვლევი
წინასაარჩევნო კავშირები: „ევროპულმა საქართველომ“ მხარი ლეიბორისტებს დაუჭირა - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2020: გზამკვლევი
ყველა ახალი ამბავი
0