სტამბულში მოკლული ქართველის ქალის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

© AP Photo / Lefteris Pitarakisპოლიცია თურქეთში
პოლიცია თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახის ნათესავები დაპირისპირებას უარყოფენ.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. თურქეთში, სტამბულში, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მოკლული 32 წლის თამთა ჯანჯღავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში საკუთარი ცოლი, სავარაუდოდ, ქართველმა მამაკაცმა მოკლა, თუმცა დეტალები უცნობი იყო.

პოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართველმა მამაკაცმა თავისი ცოლი მოკლა

მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა, მაგრამ შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა.

„ბოლო სამი წელია თურქეთში ცხოვრობდა. იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა, მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს, საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ ბინის კარი შეამტვრია და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დანით ჰქონია დაზიანებები მიღენებული სახის არეში", – განაცხადა მოკლული თამთა ჯანჯღავას დამ.

ცოლ-ქმარს შორის წარსულში არსებულ დაპირისპირებას უარყოფენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირაკლი შურღაიას ოჯახის ნათესავები და ამბობენ, რომ მათთვის უცნობია დანაშაულის მოტივი.

სურამში ქმარმა მძინარე ცოლი მოკლა – მიზეზი უცნობია>>

„არასდროს გაგვიგია ჩხუბის ან კამათის ხმა. ბოლო წლებია თურქეთში ცხოვრობენ და იქ მუშაობენ. არ ვიცით რა მოხდა ან რატომ მოხდა, ვიცით მხოლოდ ის, რაც მასმედიით გავრცელდა", – აცხადებენ შურღაიას ნათესავები.

მოკლული ქალის დის ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავას ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. რა და როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0