ქუთაისში გოგონებმა ნაქირავები ბინა გაქურდეს და მიიმალნენ

© Sputnik / STRINGERგამომძიებელ-კრიმინალისტები ქუთაისში
გამომძიებელ-კრიმინალისტები ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოიჯარეების ერთ-ერთი მთავარი რისკია, რომ ყველაფრით გაწყობილი ბინის გაქირავების შემდეგ ცარიელ კედლებს დაახვედრებენ

თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისის ცენტრში გოგონებმა კეთილმოწყობილი ბინა იქირავეს და იქიდან ყველაფერი გამოზიდეს, იუწყება ტელეარხი „მთავარი“.

გოგონები ბინას ერთი თვის განმავლობაში ქირაობდნენ. შედეგად ბინიდან გაქრა ავეჯი, ტექნიკა და ძვირადღირებული ნივთები.

ბინის მეპატრონის თქმით, როდესაც ქირის საფასურის გადახდის დრო დადგა, მან გოგონებს დაურეკა. როდესაც ზარს არ უპასუხეს, ბინაში მივიდა. კარი პოლიციის დახმარებით გააღეს. სახლში შესვლისას მოიჯარეს ცარიელი კედლები დახვდა.

ტელეარხის ცნობით, ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ძარცვაში ეჭვმიტანილები.

ყველა ახალი ამბავი
0