თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ოთხ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.
კერძოდ, საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან ზოდი და ჩხაკაურა და გორის რაიონის სოფელ ქიწნისთან.
„ამ სოფლებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, ამ სოფლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმათება.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა და 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.