მოსაზრება: აშშ-ში რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა სურთ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსაზრება: აშშ-ში რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა სურთ
მოსაზრება: აშშ-ში რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა სურთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოსაცხადებლად ემზადებიან, ამასთან თავად გახდნენ რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები.

ნატალია დემბინსკაია

როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ანალიტიკურმა გამოცემამ აღნიშნა, ეს ორპირი პოზიციაა და რუსეთიდან მიწოდებები უნდა აიკრძალოს. მაგრამ ეს შეუძლებელია: ასეთ შემთხვევაში მძიმე ნავთობზე ორიენტირებული ნავთობქარხნები გაჩერდება.

უმსხვილესი მომხმარებელი

კონგრესი აპირებს შეზღუდვები დაუწესოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებულ ევროპულ კომპანიებს. ამას უკვე მოჰყვა კრიტიკის ქარცეცხლი გერმანიაში — ბერლინი კონტრსანქციებითაც კი დაიმუქრა.

და როგორც  გავლენიანი ამერიკული ანალიტიკური გამოცემა The National Interest (NI) წერს, მსგავსი რეაქცია სრულიად გასაგებია: ვაშინგტონის ფარისევლობა აშკარაა. წელს აშშ ლიდერი გახდა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტიორთა შორის, შეისყიდა რა მთელი ექსპორტის 12%.

რუბლი და იუანი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რუსეთმა და ჩინეთმა ზურგი აქციეს დოლარს

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში აშშ-ში რუსეთიდან 9 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობროდუქტი შევიდა (68 მლნ ბარელი), რაც რეკორდია ბოლო 16 წელიწადში.

ფარისევლური მიდგომა

უწყებაში აზუსტებენ: ფორმალურად შეერთებული შტატები მეორე ადგილზეა, ვინაიდან ნიდერლანდებმა 12,19 მილიონი ტონა შეიძინა. მაგრამ ეს ქვეყანა სატრანზიტო ჰაბია, საიდანაც ნავთობროდუქტები სხვა სახელმწიფოებში გადის. ამერიკა კი ნავთობს გადასამუშავებლად იძენს და აქ ვაშინგტონს კონკურენტი არ ჰყავს.

გამოცემის წინადადებაა, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს რუსული იმპორტი.

მაგალითად, კონგრესს შეუძლია ფინანსური სანქციები დაუწესოს იმ კომპანიებს, რომლებიც მიწოდებას უზრუნველყოფენ. მაგრამ როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში – აბსოლუტურად გაუგებარია. მესამე ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციების წყალობით ამერიკელები რუსულ ნედლეულზე პირდაპირ დამოკიდებულები გახდნენ. და ოფიციალურად ეს ჯერ კიდევ გასულ წელს აღიარეს.

ალტერნატივა არ არის

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აშშ-მა რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის ნავთობი შეიძინა

რუსეთი მხოლოდ მეექვსე იყო აშშ-ში ნედლი ნავთობის მიწოდების მხრივ. 2020 წლის თებერვლისთვის კი მეორე ადგილზე გავიდა კანადის შემდეგ. ამერიკელებს, რომლებმაც ვენესუელური მძიმე ნავთობი დაკარგეს და ირანიდანაც მკვეთრად შეუმცირდათ იმპორტი, ალტერნატიული მიმწოდებლების სასწრაფოდ მოძებნა მოუხდათ.

პრობლემა ისაა, რომ მთელი რიგი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ტექნოლოგიები პერმის აუზისა და დასავლეთ ტეხასის მსუბუქი ნავთობის გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მექსიკის ყურისა და აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობქარხნები აღმოჩნდა.

ეს ქარხნები გოგირდოვან სახეობებზეა დაპროექტებული და ამიტომ მსუბუქი ნავთობი იქ აუცილებლად უნდა შეერიოს მძიმეს, რომელსაც მანამდე ვენესუელაში ყიდულობდნენ. მაგრამ გასული წლის იანვარში დონალდ ტრამპმა კარაკასს სანქციები დაუწესა და, შედეგად, ვენესუელური ექსპორტი 32%-ით ჩამოიშალა — დღე-ღამეში 1,001 მლნ ბარელამდე.

ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს გაჩერების საფრთხე შეექმნათ ნედლეულის უკმარისობის გამო. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ამერიკელები რუსულ Urals-ზე გადაერთვნენ და აქტიურად დაიწყეს რუსული მაზუთის შეძენა.

გასულ წელს შტატებმა რუსეთიდან 11 მლნ ტონა მაზუთი გაიტანეს იმპორტზე — ორჯერ მეტი, ვიდრე 2018-ში.

თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ევროპა და აზია ამერიკულ გაზზე უარს ამბობენ

„ამან ხელი შეუწყო ვენესუელიდან მაღალგოგირდოვანი საწვავის კოლაფსის კომპენსირებას“, — აცხადებენ ამერიკული კომპანია Vortexa-ს ანალიტიკოსები.

ალტერნატივა შეიძლებოდა გამხდარიყო საუდის არაბეთის ნავთობი, რომელიც ახლოს დგას ქიმიური შემადგენლობით, მაგრამ საუდელებმა არ მოისურვეს მოპოვებების გაზრდა. შედეგად – ეკონომიკამ პოლიტიკა შეავიწროვა და ამერიკელებმა რუსებს მიმართეს.

შესატყვისი მახასიათებლების გარდა, რუსული ნელდეული ფასითაც მიმზიდველია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, Urals-ის ფასი იანვარი–ივლისში საშუალოდ 40,34 დოლარი ღირდა ბარელზე. და ეს მაშინ, როცა გასული წლის იანვარი–ივლისში მისი ფასი 65,27 დოლარი იყო.

ამასთან მნიშვნელოვნად შემცირდა ფრახტის ღირებულებაც. კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ კი საწვავზე მოთხოვნა გაიზარდა — ადამინები ისევ მოძრაობენ ავტომობილებით და დაფრინავენ თვითმფრინავებით.

მოკლედ, ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აღარაფერი დარჩენოდათ რუსული მძიმე ნავთობის შეძენის გარდა. ამას ხელი ვერც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუარესებამ შეუშალა ხელი და ვერც იმ მრავალრიცხოვანმა სანქციებმა, რომლებიც ვაშინგტონმა მოსკოვს დაუწესა. ამ ფონზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მოხრჩობის მცდელობა სულ უფრო პარადოქსულად ჩანს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0