შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დარჩებიან

© Sputnik / STRINGERმცხეთის სასამართლოს შენობა
მცხეთის სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულთა გირაოთი გათავისუფლების თაობაზე და მხარი პროკურატურის პოზიციას დაუჭირა.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი საპატიმროში დარჩება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

საუბარია ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ასევე სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში 11 სრულწლოვან ბრალდებულზე. ესენი არიან: საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამას პატიმრობა შეეფარდა

არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დღევანდელ პროცესზეც მათ დუმილის უფლება გამოიყენეს.

სასამართლოზე ბრალდების მხარემ დაკავებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ კვლავაც არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

თავის მხრივ, დაცვის მხარე თავისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის 5-დან 10 ათას ლარამდე  გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

© Photo: TV Pirveli / FBგიორგი შაქარაშვილის მეგობარი სტუდიაში ატირდა
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დარჩებიან - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის მეგობარი სტუდიაში ატირდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

დღეს სასამართლოში მეორე ნაწილის განხილვა შედგა – ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით.

17 პირიდან ხუთ პირს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ თავიდან სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0