წარმოგიდგენთ 10 ქართველ მარტოხელა დედას, რომელთა ისტორიებმაც წლების მანძილზე სასიამოვნოდ გაგვაოცეს. ვერიკო ტურაშვილი ქვრივი გახლდათ და ამ თემაზე ღიად ყველა ინტერვიუში საუბრობდა, როდესაც საზოგადოებისთვის მოულოდნელად ორსულად გამოჩნდა. ბავშვის მამა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი და ამჯერად უკვე ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე გახლდათ, თუმცა წყვილის თანაცხოვრება არ შედგა და მომღერალმა გადაწყვიტა, შვილი ქმრის გარეშე გაეჩინა. ჰქონდა საკმაოდ მძიმე პერიოდები, მაგრამ ნატაშკას დაბადების შემდეგ წყვილი ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ნინო ქაჯაია იმ თაობის ჟურნალისტია, რომლებიც დღემდე არ ავიწყდება საზოგადოებას. ნინოსა და ნიკა ტაბატაძის წყვილი წლების წინ განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ, თუმცა დაშორდნენ და ნიკამ ცალკე ოჯახი შექმნა. ნინო არ გათხოვდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ შეეძინა ულამაზესი გოგონა – თაია ქაჯაია, რომელიც უკვე 12 წლისაა.
თაკო ჩორგოლაშვილი პოპულარობის პიკში იყო, როდესაც შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ჟურნალისტი კალათბურთელ რეზი დიდიასთან უკვე რამდენიმე წლის დაშორებული იყო. გოგონას შეძენის შემდეგ თაკო ეკრანს არ დაბრუნებია, მაგრამ სხვადასხვა პროექტში ისევ აქტიურობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის მამის ვინაობაზე დღემდე არ საუბრობს.
ევა ბარბაქაძე მსახიობსა და მოდელს შორენა ბეგაშვილს ადრეულ ასაკში ქორწინებიდან ჰყავს. ევამ ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა. ულამაზესი გოგონა დედას ძალიან ჰგავს. სამწუხაროდ, 2016 წელს შორენა ბეგაშვილსა და ევა ბარბაქაძეს უბედურება მოულოდნელად დაატყდათ თავს. ტელეწამყვანის ქალიშვილი იმ წელს მე-5 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე იჯდა. საავადმყოფოში გადაყვანისას მოზარდის ჯანმრთელობა მძიმედ შეფასდა და ის მალე ხერხემლის მრავლობითი დაზიანებებით თურქეთში გადაიყვანეს.
მოდელი თამო ვაშალომიძე დედა ერთი წლის წინ გახდა. ქალიშვილს სოფია დაარქვეს. თამო ბავშვის მამის ვინაობას ისევ არ ამხელს. „როცა რომანი მქონდა და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, მავანმა და მავანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბედნიერი არ ვყოფილიყავი. მის მერე გადავწყვიტე ჩუმად ვიყო. ბედნიერი ვარ და ეს მომწონს“, – ამბობს მოდელი.
მომღერალ ნინი ბადურაშვილს წარუმატებელი ქორწინებიდან 6 წლის ელენე კუტალაძე ჰყავს. გოგონა წელს პირველ კლასში მივიდა. მომღერლის ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძეა, რომელთანაც ნინიმ დაახლოებით ერთი წელი იცხოვრა მოსკოვში და შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.
ცნობილ ტელეწამყვანს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი – მარიამ გრიგოლია ადრეული ქორწინებიდან ჰყავს. გოგონა ორი წლის წინ გათხოვდა. მისი რჩეული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.
მომღერალ და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძეს 6 წლის ტაისია ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიასგან ჰყავს. წყვილი დაქორწინებული იყო, თუმცა მალევე დაშორდნენ. ტაისია სულ უფრო ემსგავსება დედას. სოციალურ ქსელში წერენ, რომ რამდენიმე წელიწადში ტაისია სილამაზით დედას დაჩრდილავს.
ცნობილი ქართველი მომღერალი, A'Studio-ს სოლისტი ქეთა თოფურიაც მარტოხელა დედაა. მომღერალი ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც 3 წლის წინ გოგონა – ოლივია გეიხმანი შეეძინა. წყვილი წელიწად-ნახევრის წინ დაშორდა.
View this post on Instagram
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას 2013 წელს დანიელი ეყოლათ. ნანკას ფეხმძიმობის შესახებ 2012 წლის მიწურულს გახდა ცნობილი, როდესაც ნანკა სამი თვის ორსული იყო. წლების მანძილზე შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ურთიერთობას ოფიციალური სახე არ შესძინეს. პოპულარული მსახიობი ტელეეთერებში ხშირად აღნიშნვდა, რომ ურთიერთობაში მთავარი სიყვარულია.