თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ყველაზე ხშირად საქართველოში 15 წელს ზემოდ ასაკის მოქალაქეები სარგებლობენ ინტერნეტით სოციალურ ქსელებში შესვლისას, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
კვლევის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74%-მა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია.
ბოლო სამი თვის განმავლობაში 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობიდან ინტერნეტს ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად იყენებდა 89,2%, 9,4% - კვირაში ერთხელ მაინც (მაგრამ არა ყოველდღე) და 1,4% - უფრო იშვიათად.
ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:
სოციალური ქსელების გამოყენება | 95,2% |
აუდიო და ვიდეომასალების გამოყენება |
86,1% |
ახალი ამბების, გაზეთების და ჟურნალების კითხვა | 54,9% |
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება | 51,4% |
ელექტრონული ფოსტის მიღება/გაგზავნა | 47,6% |
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება | 38,5% |
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა | 34,7% |
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა | 17,9% |
სამუშაოს ძიება/სამუშაოსთვის აპლიკაციების (CV-ების) გაგზავნა | 14,2% |
„საქსტატმა“ დათვალა ისინიც, ვინც ინტერნეტს კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების მეშვეობით იყენებს.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ექვსი წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების 86,5%-ს აქვთ მობილური ტელეფონები, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7%-ით მეტია.
გარდა ამისა, კომპიუტერებით ისარგებლა ექვსი წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 60,7%-მა.
15 წელს ზემოდ ასაკის მოსახლეობის 80,6% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.8 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 6.6 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.