სამეგრელოში კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„ენგურჰესი“ და ენგურის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
„ენგურჰესის" 22 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულები ენგურჰესის თანამშრომლები და მათი კონტაქტებია.

კოვიდინფიცირებულები ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.

მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

ცნობისთვის, რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება.

ეზუგბაია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ“ >>

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158. ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0