https://sputnik-georgia.com/20200912/kreativi-rogorc-aseTi-xaSuris-skolam-saklaso-oTaxi-ezoSi-moawyo-foto-249431242.html
კრეატივი როგორც ასეთი: ხაშურის სკოლამ საკლასო ოთახი ეზოში მოაწყო - ფოტო
კრეატივი როგორც ასეთი: ხაშურის სკოლამ საკლასო ოთახი ეზოში მოაწყო - ფოტო
Sputnik საქართველო
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ... 12.09.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-09-12T21:15+0400
2020-09-12T21:15+0400
2021-10-19T17:35+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452835_0:216:2841:1814_1920x0_80_0_0_c158ba90d025be923dd37d8b9d36f9f4.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452835_66:0:2773:2030_1920x0_80_0_0_0e4be51bc4d103622f29cfd26d4d82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კრეატივი როგორც ასეთი: ხაშურის სკოლამ საკლასო ოთახი ეზოში მოაწყო - ფოტო
21:15 12.09.2020 (განახლებულია: 17:35 19.10.2021) ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება საკლასო ოთახებში.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება, სკოლებში აქტიური მზადება მიმდინარეობს. ხაშურის ერთ-ერთ სკოლაში საკლასო ოთახი პირდაპირ ეზოში მოეწყო.
„ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად“, - ნათქვამია სასწავლო დაწესებულების Facebook-გვერდზე.
გარდა ამისა, გამოქვეყნებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ შენობაშიც საკლასო ოთახები რეკომენდაციების სრული დაცვით არის მოწყობილი - მერხებს შორის სოციალური დისტანცია დაცულია, კარგად არის აღჭურვილი სამედიცინო კუთხე.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია მოაწყოს სამედიცინო კაბინეტი, სველ წერტილებში სათანადოდ უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება საკლასო ოთახებში.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.