Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთევან ხატიაშვილი „ქართული ოცნების“ ახალ სახეს დაშორდა? – ფოტოები

© Photo: Ketevan Khatiashvili / FBქეთევან ხატიაშვილი
ქეთევან ხატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას აინტერესებს, თუ როგორ დაიწყო მორაგბისა და ტანმოვარჯიშის სიყვარულის ისტორია, მაგრამ ტანწერწეტა ქეთი და დაკუნთული დავითი დუმილის დარღვევას არ აპირებენ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე პარტიული სიის პირველი ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა. პარ­ტი­ის რჩე­ულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი და­ვით კა­ჭა­რა­ვა აღ­მოჩ­ნდნენ. ეს სწორედ ის დავით კაჭარავაა, რომლის და ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილის სიყვარულის ისტორიაზე ბევრჯერ დაწერილა, თუმცა წყვილი ურთიერთობაზე არ საუბრობს.

View this post on Instagram

A post shared by Kachi_13 (@davit_kacharava_) on

დავით კაჭარავასთვის, ისევე, როგორც ქეთისთვის ეს პირველი ურთიერთობა არ არის. მორაგბეს პირველი ქორწინებიდან პატარა ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. ქეთის კი პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. პანდემიამდე ბევრისთვის საყვარელი წყვილი იაპონიაში იმყოფებოდა.

View this post on Instagram

🚀☄️

A post shared by Kachi_13 (@davit_kacharava_) on

ქეთიმ და დავითმა სტადიონზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსეს, თუმცა ბოლო პერიოდში წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ აქვეყნებს. ქეთიმ „ინტაგრამიდან“ ყველა ერთობლივი ფოტო წაშალა. ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Kachi_13 (@davit_kacharava_) on

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Kachi_13 (@davit_kacharava_) on

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.

ყველა ახალი ამბავი
0