საპროტესტო აქცია აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები შემოიღო. 10 სექტემბრიდან აიკრძალა იუბილეების, ქორწილების, დღესასწაულებისა და სხვა რიტუალური ღონისძიებების გამართვა.

 

თბილისი, 11 სექტემბერი  — Sputnik.  ბიზნესის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტი აქცია გამართეს, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი.

გასართობი ცენტრების, სადღესასწაულო ღონისძიებების მენეჯერები და ქორწილების სააგენტოები  კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვებისა და აკრძალვების წინააღმდეგ გამოდიან.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას, ბიზნეს–ომბუდსმენს და ჯანდაცვის სამინისტროს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების თხოვნით მიმართეს. მათი ნაწილის განცხადებით, მსგავსი აკრძალვების პირობებში ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საარსებო მინიმუმის გარეშე რჩებიან. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
საპროტესტო აქცია აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ეპიდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები შემოიღო. 10 სექტემბრიდან აიკრძალა იუბილეების, ქორწილების, დღესასწაულებისა და სხვა რიტუალური ღონისძიებების გამართვა.

საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვა იკრძალება როგორც შენობაში, ისე ქუჩაში.

ასევე იკრძალება იმ კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც 200–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
საპროტესტო აქცია აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

დადგენილი წესების აღსრულება შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს და საზოგადოებამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, აცხადებენ მთავრობაში.

ასევე რეკომენდებული არ არის სკოლებში საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, მოქალაქეებს კი ევალებათ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

ყველა ახალი ამბავი
0