სააკაშვილი რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს

© photo: AFP 2020 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, მის გეგმებში, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის არა საგარეო, არამედ საშინაო პრობლემების მოგვარებაა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ბოლო დღეებში სამშობლოში დაბრუნებისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილის შესახებ განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს.

„ახლა მთავარია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და არა ვინმესთან კონფრონტაციაში შესვლა... ჩვენი ამოცანა არა რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა, არამედ შიდა პრობლემების სწორად გადაწყვეტაა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.

უფრო ადრე სააკაშვილი მიესალმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას მოიაზრებს და განაცხადა, რომ მზადაა აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს, თუმცა მაქსიმუმ ორი წლით. მისი სიტყვებით, ეს ვადა საკმარისია „საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად“. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ყველაფერი ახლებურად: სააკაშვილმა საქართველოსთვის გეგმა გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რათა ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება მორიგ ტყუილად შეაფასეს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ, თუ ამ დროისთვის მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური