რთველი-2020: ფერმერებმა უკვე 17 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს

გამოწერა
ამ ეტაპზე გლეხები აბარებენ ადრეული ჯიშის ყურძენს, რომელსაც 140 კომპანია იბარებს, ხოლო აღნიშნული პროდუქციის ღირებულებამ 17 მილიონ ლარს გადააჭარბა

თბილისი, 10 სეტემბერი – Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეისათვის ჩაბარებულია 17,1 ათასი ტონა ძირითადად ადრეული ჯიშის ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კახეთში ვენახები დააზიანა

ამ ეტაპზე საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 140 კომპანია. ისინი მოსავლის რეალიზების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჩაბარებული ყურძნის ღირებულებამ 17,2 მლნ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

სააგენტოს მონაცემებით, უკვე ჩაბარებულია 8,8 მლნ ლარის ღირებულების 10,7 ათასი ტონა „რქაწითელი“, თითქმის 1,1 ტონა „კახური მწვანე“ - თითქმის 1 მლნ ლარის ღირებულების.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

ყველა ახალი ამბავი
0