Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა კუხიანიძე გათხოვდა, მას უსაყვარლესი შვილი ჰყავს – ფოტოები

© Photo: Nutsa Kukhianidze / FBნუცა კუხიანიძე
ნუცა კუხიანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუკა რჩეულიშვილთან დაშორების შემდეგ ნუცა გარკვეული პერიოდით ამერიკაში გაემგზავრა. მერე მის ცხოვრებაში გამოჩნდა ბაჩო. ახალ სიყვარულს ახალი როლი მოჰყვა.

მსახიობი ნუცა კუხიანიძე 10 მარტს მეორედ გახდა დედა. მას და დიჯეი ბაჩო ჩალაძეს ვაჟი შეეძინათ. წყვილი ერთად საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობს. ბაჩო ასევე დიჯეის, თომა ჩალაძის ძმაა. პატარას სწორედ ბიძის სახელი დაარქვეს. ნუცა შვილზე და თავის პირადზე საუბარს მედიასთან თითქმის ყოველთვის თავს არიდებს.

ნუცა კუხიანიძის პირველი მეუღლე კინოპროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი იყო. მათ ერთი გოგონა ჰყავთ, 11 წლის კატო. ნუცასთან დაშორების შემდეგ გუკამ ლელა კილაძეზე იქორწინა და მასთან შვილი შეეძინა.

ნუცა გარკვეული პერიოდით ამერიკაში გაემგზავრა. მერე მის ცხოვრებაში გამოჩნდა ბაჩო. ახალ სიყვარულს ახალი როლი მოჰყვა. ყველაფერი კი პატარა თომას დაბადებამ „ჰეფიენდით“ დააგვირგვინა.

პირველი ქორწინებიდან ბაჩოსაც ორი შვილი ჰყავს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ოჯახი ხშირად იკრიბება ერთად და დროს არაჩვეულებრივად ატარებენ.

View this post on Instagram

🍅🥬🍆🌶🧅🧄

A post shared by Bacho (@bacho_chaladze) on

ნუცა კუხიანიძე 9 წლის იყო, როდესაც რეჟისორმა გიო მგელაძემ მიიწვია ერთ-ერთ მთავარ როლზე მხატვრულ ფილმში „არა, მეგობარო“. შემდეგ შეასრულა მთავარი როლები ქართულ და უცხოურ კინოფილმებში: „27 დაკარგული კოცნა“ (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე), „კარგი ქურდი“ (რეჟისორი ნილ ჯორდანი, ნიკ ნოლტთან ერთად), „მატილდა“ (რეჟისორი ნინი მიმიკა, ჯერემი აირონსთან ერთად), „ბინძური საქმე“ (რეჟისორი ბრუს ტერისი), „გასეირნება ყარაბაღში“ (რეჟისორი ლევან თუთბერიძე), „მედიატორი“ (რეჟისორი დიტო ცინცაძე), „გასეირნება ყარაბაღში 2“ (რეჟისორი ვანო ბურდული). 2005 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დააფუძნა კინოსტუდია „სანგუკო“.

ყველა ახალი ამბავი
0