ბოტოქსისა და ოპერაციის გარეშე: არსებობს ნაოჭების გასწორების უსაფრთხო გზა

© Pixabay / melissaflorსამი ქალი
სამი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი-კოსმეტოლოგი ასახელებს ადრეული ნაოჭების თავიდან აცილების მარტივ მეთოდს, რომელსაც არ ახლავს ბოტოქსისა და პლასტიკური ოპერაციისთვის დამახასიათებელი რისკები.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სახიდან ნაადრევი ნაოჭების მოცილება ბოტოქსის გარეშე სრულიად შესაძლებელია, ამისთვის სხვა მეთოდი არსებობს, განუცხადა რადიო Sputnik-ს ექიმმა კოსმეტოლოგმა ასტრიდ ოვეიანმა.

თუმცა, მისი თქმით, ამ მეთოდის გამოყენებისას მთელი რიგი პირობები არსებობს.

გოგონა აყვავებული ხის ტოტებში - Sputnik საქართველო
ნაოჭები სახეზე: რას ნიშნავს ისინი მდებარეობის მიხედვით

ექიმის განმარტებით, ნაადრევი ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კოსმეტოლოგიაში ბოლო პერიოდში ხშირად გამოიყენება ტეიპები — სპეციალური ელასტიკური პლასტირები, რომლებსაც სახეზე აკრობენ. ამ მეთოდს თავისი პლუსები აქვს — ხელმისაწვდომია და არ ახლავს ის რისკები, რომლებიც უფრო რადიკალურ მეთოდებს — პლასტიკურ ქირურგიასა და ბოტოქსის ინექციებს ახასიათებს.

„ზოგ შემთხვევაში ტეიპებს ნამდვილად შეუძლია ადრეული ნაოჭების ფორმირების თავიდან აცილება“, — დაადასტურა კოსმეტოლოგმა საუბრისას.

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული კანი: ეფექტური პროდუქტების ტოპ-7>>

მისი განმარტებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიწყებს ადამიანი სახის ტეიპების გამოყენებას. თუ ეს ადრეულ ასაკში, მაგალითად, 23 წლიდან ხდება, როდესაც მიმიკური ნაოჭები ფორმირდება, მაშინ ეს მეთოდი ქმედითია და ნამდვილად შველის – სახეზე დაკრული ტეიპების გამო ადამიანი წყვეტს სახის ჭმუხვნას და ივიწყებს მიმიკებს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასტრიდ ოვეიანის თქმით, ტეიპების გამოყენება უკვე არაეფექტური ხდება.

„თუ უკვე 35 წლის ან მეტის ხართ, უკვე გაქვთ ნაოჭები და სახის ჭმუხვნის ჩვევა, მაშინ ტეიპების გამოყენების დაწყება უფრო გართობაა. თუ სახეზე ნაოჭები და ნაწიბური ხაზები უკვე ჩამოყალიბებულია, ამას უკვე ვერანაირი ტეიპი ვერ გამოასწორებს“, — განმარტა ექიმმა–კოსმეტოლოგმა.

კოსმეტოლოგი ხაზს უსვამს, რომ ნაოჭების საწინააღმდეგო ნებისმიერი მეთოდის გამოყენებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

ყველა ახალი ამბავი
0