შემზარავი მკვლელობა დედოფლისწყაროში: სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელებმა სახლიდან 8 ათას ლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა, 3 ათასი ლარი და ნოუთბუქი წაიღეს.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს 20 და 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სასამართლომ ქურდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გაამართლა

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირები 2019 წლის 5 ნოემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 60 წლის ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად დაესხნენ თავს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და თანხა და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. ქალმა მათი მოთხოვნა არ შეასრულა, რის გამოც იგი მოკლეს.

თავდამსხმელებმა სახლიდან 8 ათას ლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა, 3 ათასი ლარი და ნოუთბუქი წაიღეს.

ბრალდებულებიდან ორ პირს 20–20 წლით პატიმრობა, მესამეს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თავდასხმაში მონაწილე მეოთხე პირი ამ დრომდე ემალება მართლმსაჯულებას. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0