მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები იზრდება: ინტერპოლი მიზეზებს ასახელებს

© photo: INTERPOL HQ / FBინტერპოლი
ინტერპოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი აცხადებს, რომ მათთვის „ქსელში ბავშვების ექსპლუატაციის მზარდი აისბერგის მხოლოდ წვერია ხილული“.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, ნათქვამია ინტერპოლის საიტზე.

ორგანიზაციის განმარტებით, მსგავსი დანაშაულების ზრდის მიზეზად იქცა სკოლების დახურვა კარანტინზე, რის შედეგადაც ბავშვები ბევრად მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტში.

გერანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
პედოფილების საქმე: მთელ გერმანიაში ჩხრეკა ჩატარდა - არიან დაკავებულები და დაჭრილები

ამასთან, ის სოციალური სამსახურები, რომლებსაც ბავშვების უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ, ასევე არ მუშაობდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში COVID-19-ის გამო. ხოლო ბავშვები, რომელთა ინფიცირებული მშობლებიც საავადმყოფოებში გადაჰყავდათ, ხშირად რჩებოდნენ უცხო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, ან საერთოდ უმეთვალყურეოდ.  

გარდა ამისა, პანდემიამ ერთგვარად მოშალა სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის კოორდინაციაც, რამაც ასევე ხელი შეუწყო ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევათა ზრდას.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ სექსუალურ დამნაშავეებს, რომლებსაც საკმარისი ცოდნა აქვთ შესაბამისი თემატიკის ფორუმების ადმინისტრირებაში, კარანტინის გამო მეტი დრო ჰქონდათ, რათა მეტი ახალი ფორუმი შეექმნათ „დარკნეტზე“.

თანაც, როგორც ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი აცხადებს, მათთვის „ქსელში ბავშვების ექსპლუატაციის მზარდი აისბერგის მხოლოდ წვერია ხილული“.

ორგანიზაცია შიშობს, რომ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის პირდაპირ ფასიან ტრანსლაციებზე მოთხოვნა მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0