ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრე-მაშველები
მეხანძრე-მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი, ვინც მასთან ცვლაში მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები

თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდება? ვირუსის ახალი კერები რეგიონში

უწყების  ცნობით, მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა. მანამდე მამაკაცმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.

მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი, ვინც მასთან ცვლაში მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სახანძრო სამსახურის შენობას სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს  წყაროს იდენტიფიცირება და კონტაქტების კვლევა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0