ამირან გამყრელიძე: საქართველოში შემოსული პირების PCR–ტესტირებას სახელმწიფო დააფინანსებს

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეები კარანტინში 12 დღის ნაცვლად რვა დღის განმავლობაში დარჩებიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: საქართველოში შემოსული პირების PCR ტესტირებას სახელმწიფო დააფინანსებს
„მერვე დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR–ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისინი ისევ ჩაიტარებენ ტესტს, ისევ სახელმწიფოს  ხარჯზე. სასურველია საკარანტინო სივრცის დატოვების შემდეგ 12-დღიანი ვადის ამოწურვამდე ამ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. რეგულაცია 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. აქამდე უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე 12-დღიან საკარანტინო პერიოდს ექვემდებარებოდა. თავდაპირველად კი აღნიშნული ვადა 14 დღით იყო განსაზღვრული. 

ყველა ახალი ამბავი
0