საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი: თამაშში დაბრუნება იოლი არ იყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა კვეკვესკირი - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი
ნიკა კვეკვესკირი - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ ისეთი შეგრძნება გააჩინა, თითქოს ბავშვს, რომელიც ბურთით თამაშს პატარაობიდან მიეჩვია, ეს ბურთი წაართვეს, განაცხადა ფეხბურთელმა

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ყაზახეთის „ტობოლის“ ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა აღიარა, რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება ათთვიანი პაუზის შემდეგ იოლი არ იყო.

„ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და თამაში, თავიდან ეს ფეხბურთელებისთვის ძნელი იყო – ბავშვობიდან ფეხბურთს გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ და ეს წაგვართვეს. ახლა გვაქვს შანსი, ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგინოთ. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, პაუზის შემდეგ 9 დღეში 270 წუთი თამაში იოლი არაა. გართულებული იყო ფრენაც, მე და ჯაბა კანკავა (საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ასევე თამაშობს „ტობოლში“, - რედ.) 24 საათი მოვდიოდით, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაში ისეთ ემოციებს უკავშირდება, შესაძლოა, ფიზიკური უკმარისობა ამ ფსიქოლოგიური განწყობით გადავფაროთ,“ – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინა დღეს პრესკონფერენციაზე.

ფეხბურთელმა იმათ კრიტიკასაც უპასუხა, ვისაც მიაჩნია, რომ ესტონეთთან გამართულ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 1:0 მოიგო, გუნდმა არც ისე დამაჯერებლად ითამაშა.

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი: თამაშში დაბრუნება იოლი არ იყო - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვარჯიში

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბევრი უკმაყოფილო დარჩა ესტონეთის წინააღმდეგ ჩვენი თამაშით. მაგრამ მე ამ აზრს არ ვიზიარებ და ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. ჩვენ გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით და აუცილებელ შედეგს მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთს ვაჩვენებთ და ისევ შევძლებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა მან.

როგორც კვეკვესკირმა აღნიშნა, არასასიამოვნოა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. მისი თქმით, გულშემატკივრები, რომლებიც „დინამო არენას“ ავსებენ, ყოველთვის დამატებით სტიმულს აძლევენ მოთამაშეებს. მაგრამ მას იმედი აქვს, რომ გულშემატკივრები სადმე ახლომახლო იქნებიან და ნაკრების ფეხბურთელები მათ შეძახილებს გაიგონებენ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის ფარგლებში თბილისში 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0