თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი და უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7–10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, თუმცა თბილი ამინდი შენარჩუნდება – ტემპერატურა 25–30 გრადუსი იქნება.
11–13 სექტემბერს საქართველოში თბილ და უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა 28–33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 7–10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, 11–13 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 7–10 სექტემბერს პლუს 29–31 გრადუსი, ხოლო 11–13 სექტემბერს – პლუს 31–33 გრადუსი იქნება.