კომპოზიტორმა და მომღერალმა დავით არჩვაძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, რომ წლებია შვილის ნახვას ვერ ახერხებს.
კითხვაზე მისი პირველი ქორწინება შეცდომა იყო თუ არა, დავით არჩვაძე პასუხობს, რომ შეცდომა იყო.
„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. წყვილის დაშორებაში არასდროს არ უნდა ჩაერიოს მესამე, მეხუთე პირი. ჩემს შვილთან წლების მანძილზე ურთიერთობა არ მქონია, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმაა. მოკითხვის დონეზეც კი ვერ მაქვს ურთიერთობა“, – აცხადებს მომღერალი.
მისი თქმით, ბოლოს შვილი ორი წლის წინ შემთხვევით ნახა ახლანდელ მეუღლესთან ერთად.
„ჩემი მეუღლის ოცნება იყო ჩემი შვილის ნახვა. მივედი და შუბლზე ვაკოცე, და ვუთხარი, „მამა, მიყვარხარ“. უდიდეს სიხარულთან ერთად იმ დღეს დავლიე, ნასვამი დავჯექი საჭესთან და მეორე დღეს ავარიაც მომივიდა“, – იხსენებს მომღერალი.
მისი თქმით, სასამართლოთიც მინიჭებული აქვს დღეები, საათები ბავშვის ნახვის, მაგრამ დედის მხარემ გადაწყვიტა, რომ სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება, მანამდე მამის ნახვა მისთვის იქნება ფსიქიკური ტრავმა, რაც მომღერლისთვის გაუგებარია, თუმცა ელოდება იმ მომენტს, როცა ეს დრო დადგება.
დათო არჩვაძე ამბობს, რომ მომღერალ სოფო კუჭავასთან განშორების შემდეგ ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გადალახა და შემდეგ ახალი სიყვარული ეწვია. ეთუნა ათი წელი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და წყვილმა ერთმანეთი წლების შემდეგ „თეატრალური კვარტეტის" კონცერტზე ნახა. ათი წლის უნახავ მეგობარს სხვანაირად შეხედა და მათ შორის ნამდვილი გრძნობა გაჩნდა. რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა პრესაში დათოსა და ეთუნას სიყვარულის ამბის შესახებ. თავიდან მომღერალი ყველაფერს მალავდა, მაგრამ გრძნობა ბოლომდე ვერ დამალა.
ყველასათვის საყვარელი მომღერალი დათო არჩვაძე მეორედ 2012 წელს დაქორწინდა.